პროფესიული განათლების ტრენერების მომზადება მწვანე, ციფრულ, „რბილ“ და პროფესიულ უნარებში ტრენინგის ინოვაციური მეთოდებით.
VET4GSEB-ს მიზანი
პროექტის მიზანია პროფესიული განათლების მიმწოდებლების უზრუნველყოფა მორგებული გადაწყვეტილებებით, სასწავლო მასალებით, ინსტრუმენტებითა და სახელმძღვანელოებით, რათა მათ საშუალება მიეცეთ განაახლონ და გააუმჯობესონ თავიანთი სასწავლო პროგრამები და პრაქტიკა, რათა დააკმაყოფილონ სამშენებლო და განახლებადი ენერგიების მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები უნარ-ჩვევების, ცოდნის და კომპეტენციების მიმართ.
ძირითადი ამოცანები
VET4GSEB პროექტის მთავარი ამოცანაა პროფესიული განათლებისა და სწავლების სფეროში გამოცდილების და მოწინავე პრაქტიკის გადატანა ორი ევროპული ქვეყნიდან (ბულგარეთი და თურქეთი) პროექტში მონაწილე სხვა ქვეყნებში, კერძოდ ალბანეთში, უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში.
შედეგები
დაგეგმილი შედეგები- 78 მაღალკვალიფიციური ეროვნული პროფესიული განათლების ტრენერის გადამზადება, რომლებიც გააუმჯობესებენ თავიანთ სწავლების მეთოდებს და უზრუნველყოფენ ბაზრის საჭიროებებზე მორგებული განახლებული ტრენინგის შეთავაზებას განახლებადი ენერგიების სექტორის სპეციალისტებისთვის.