Packages

WP1

ამ სამუშაო პაკეტის ძირითადი მიზნებია:
1. VET4GSEB-ის კოორდინაცია ყველაზე ეფექტური გზით;
2. პროექტის ბიუჯეტის პუნქტუალური მართვა;
3. პროექტის პროგრესის მონიტორინგი და კომუნიკაცია VET4GSEB კონსორციუმის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ (ევროკომისია და გარეშე ექსპერტები);
4. მთლიან კონსორციუმთან ერთად მმართველი კომიტეტის ჯამში 6 შეხვედრის ორგანიზება.
5. ნებისმიერი საკითხის/კონფლიქტის გადაწყვეტა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის მსვლელობისას. ეს სამუშაო პაკეტი ასევე უზრუნველყოფს სამუშაოსა და შედეგების ხარისხს და ასევე შემდგომში რისკების ეფექტურ მართვას.

WP2

ამ სამუშაო პაკეტის მიზანია შეაგროვოს მონაცემები შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ კომპეტენტური მემონტაჟეებისა და ელექტროტექნიკოსებისთვის, დაინტერესებული მხარეების (ბიზნესი და საგანმანათლებლო დაწესებულებები) ჩართულობით და სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, რათა გამოავლინოს ხარვეზები არსებულ სასწავლო პროგრამებში. მონაცემები პროფესიული განათლებისა და სწავლების უახლესი მეთოდების შესახებ და ზოგადად ზრდასრულთა ტრენინგზე, ასევე ინოვაციური გადაწყვეტილებების შესახებ, კერძოდ, ფოტოელექტრული სისტემებისთვის, ენერგიის მენეჯმენტისა და შენობებში ჭკვიანი ელექტრული დანადგარების შესახებ, ასევე შეგროვდება და გაანალიზდება ამ სამუშაო პაკეტში, რათა შეიმუშაოს ინოვაციური ad hoc სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც საშუალებას მისცემს კონსორციუმის სამუშაო გუნდებს შეიმუშაონ სასწავლო პროგრამა.

Download
WP3

ამ სამუშაო პაკეტის მიზანია ფოკუსირება მოახდინოს სასწავლო მასალების შემუშავებაზე, რომელიც მისცემს დაბალი ძაბვის ელექტროტექნიკის პროფესიონალების ტრენერებს შრომის ბაზრის შესაბამის უნარ-ჩვევებს (ციფრულს, პროგრამულს, სპეციფიკურს და პედაგოგიურს). მისი მთავარი მიზნებია:
1. ქსელური პლატფორმის შემუშავება ქსელური კომუნიკაციებისთვის;
2. სასწავლო პროგრამის და მასალების შემუშავება ლექციების სახით პრეზენტაციების PPP ფორმატში ინგლისურად;
3. ტრენერებისთვის სახელმძღვანელოს შემუშავება;
4. ყველა მომზადებული მასალის ადაპტირება და თარგმნა პარტნიორების ეროვნულ ენებზე.

Download
WP4

სამუშაო პაკეტი 4 მოიცავს „ტრენერების ტრეინინგის“ აქტივობების ორგანიზებას და ჩატარებას, რომელიც შემუშავებულია და მომზადებულია სამუშაო პაკეტ 2-ში განსაზღვრული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და პროფესიული განათლების სფეროში უახლესი მეთოდების შესაბამისად, და სამუშაო პაკეტ 3-ში შემუშავებული მასალების გამოყენებას.
ტრენინგი განკუთვნილია ტრენერების კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა ისინი შეესაბამებოდნენ პროფესიული განათლების, უწყვეტი სწავლებისა და ზრდასრულთა სწავლების უახლეს მეთოდიკას, და საშუალებას მისცემს მათ მოამზადონ სამშენებლო სფეროს კომპეტენტური მემონტაჟეები, რომლებიც იქნებიან კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე.

Download
WP5

სამუშაო პაკეტ 5-ის კონკრეტული მიზნებია:
1. პროექტის მიზნების, აქტივობების, პროგრესისა და შედეგების ვიზუალური იდენტიფიკაცია მომხმარებლისთვის მოსახერხებელ ფორმაში;
2. პროექტის მიზნების, პროდუქტების, შედეგების და ა.შ. ხელშეწყობა ყველა არსებული (ონლაინ, წერილობითი და ვერბალური) არხების, ინფორმაციისა და საკომუნიკაციო საშუალებებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით;
3. უზრუნველყოს დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის ფართო გავრცელება და ეფექტური კომუნიკაცია, რათა მიიზიდოს მათი ინტერესი და აქტიურად ჩართოს ისინი პროექტის განხორციელებაში და უზრუნველყოს მისი განგძობადობა და მდგრადობა.

Download